მარტივი
(ხმელი ლექსებიდან) შენ თქვი: აქ ერთფერია. მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ. ჩვენ _ავჭრელდით. ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა ჩემიანებს, შენიანებს და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა. შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული. მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად. ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად. ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ, როცა იგი თავად არ გვქონდა. შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით. მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი. და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს. შენ თქვი: უნდა მოგეხვიო. მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია. ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი