სარკმელი
(ხმელი ლექსებიდან) ხსოვნა_ მოსაწყენი გამოცდილებაა. არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი. დაცულია სიტყვისგან _ რისკი. ნანგრევების ქვა, შეყვარებულია წარსულზე და ვერ თავისუფლდება მისგან. აქ იყო დრო. დარჩა _ ადგილი. არ იწმინდება ფიქრი, მტვრის ფენებს შორის შარშანდელი და დღევანდელი. ამოგხედავენ მობეზრებული ნივთები შიშით. აქ იყო კარი. დარჩა _ ფანჯარა. და როცა კარგავ _ გიხარია, რადგანაც გჯერა: ეს უკვე მოხდა. ვერ იხანგრძლივებს ჩასაფრება ნეტარებას. ესაა მეხსიერების თვისება, მოყვები თავიდან თუ ბოლოდან, მაინც არაფერი იცვლება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი