ცას საფირონის ფერი წაერთვა


ცას საფირონის ფერი წაერთვა
და ცის გადაღმა
მეოცნებე ფერს შეერია...
ქარებმა გლოვის ზღვარი გადახსნეს
შეშლილი ფრთებით....
და გადმოლახეს ცხრა ზღვა და ცხრა მთა
ღრუბლებმა-
მოხეტიალე კოსმოპოლიტებმა
და ფიქრად იქცნენ...
და ცრემლად იქცნენ...
და ზეცის დამღლელ ტირილად იქცნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი