ქართლის გზებზე
ასეთ გზას ხშირად შეხვდები ქართლში: გაიწვდი ხელს და ცის კიდეს სწვდები, უცებ გადაკვეთს ტრამალებს გაშლილს ქარვანივით გაბმული მთები. ფერდობზე მწუხრი ცერით ეშვება და მთვარის შუქზე გაარჩევ ძნელად – გაქვავებულან დევის ეშვები, თუ ცას გაჰკვრია ტაძარი ძველი. ურყევად დგანან მისი თაღები, რომ იღაღადონ უხმოდ, – `არ ვკვდებით!..” ... და ჰგავს სამოთხის კარის გაღებას ცით ავსებული ძველი სარკმელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი