ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი ..
ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი, ყოფნასა და არყოფნას შორის. მთვრალი კაცი თუ ფანჯარას გამოაღებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გახურებული შუბლი გაიგრილოს. არ შემიძლია გულაღმა ვიწვე და ვლოცულობდე, პირქვე დავემხობი ხოლმე, ღმერთს როცა ვეძახი. სიბნელეში რომ სინათლის მარცვლები გაღვივდებიან - ეგ არის უფალი. ის ბერი მახსენდება, წმინდა ადგილების მომლოცველ ჩემს ძმაკაცს რომ უთხრა, უსმინე, მთები როგორ გალობენო და მათ ხმას თავისი ააყოლა: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს... ... ჩემი სიყვარული უფრო ღრმაა, ვიდრე მანძილი ჩემი ოთახის ფანჯრებსა და ქუჩის ფილაქანს შორის.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი