მატარებლები
თუ მატარებლები სადგურში დგანან, ადამიანები როგორღა გვტოვებენ? უცებ რომ მორჩეს ყველაფერი და თვალები აღარ იყოს თვალები და ხელები აღარ იყოს ხელები და გული აღარ იყოს გული... მე არავინ მყავს, ვინც ადგილზე გაიყინება. უცნაურია, ბედნიერებაზე ვფიქრობ და ის საღამოები მიდგას თვალწინ, ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება. ვერცერთი ღამე გავიხსენე, ვერცერთი დილა, შენი სუნით გაჯერებული. რა მაწერინებს ამ ყველაფერს, რა არ მეშვება? არ ვარ ის კაცი, ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს. არც ის კაცი ვარ, კატასავით ცხრა სული რომ აქვს. მე თუ წავედი, მატარებლით არასდროს წავალ. მე თუ წავედი, მოაჯირზე დავკიდებ სხეულს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი