მუხლები
ნინია ნადირაძეს სიცოცხლე, რა თქმა უნდა, უსასრულოა, მაგრამ ჯინსებში და კედებში მხოლოდ რამდენიმე ათეული წელიწადი გრძელდება. მე ჩემს ნამდვილ სახეს ჩემი პატარა შვილის თვალებში ვხედავ, როცა ვუყურებ, როგორ მორბის ჩემკენ და მეშინია, არ წაიქცეს. ადრე პოეზია საშინელი წინათგრძნობა მეგონა, ახლა აღარ მგონია, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეგ არის. საოცარია, რომ ჯერ თუ წერა არ დავიწყე, ვერ ვლოცულობ. სიტყვებს მივყავართ ღმერთამდე და არა სიჩუმეს. სად მიდის მამა, ვინც შუა გზაზე ერთადერთ ქალიშვილს ტოვებს? მე გეტყვი, სადაც მიდის: მუხლებზე დაიხედე, შეუძლებელია ისინი გადაყვლეფილი გქონდეს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი