ხასიათი - სკაბრეზი
ახლა დღეები ღამდებიან უფრო მარტივად, გაუფერულდა დედამიწა და თავს მაბეზრებს, არც მისთვისაა ჩემი ყოფნა დიდი პატივი, ბარი-ბარში ვართ და ცხოვრება - ნაღდი სკაბრეზი - გვაბიაბრუებს. სხვა - ყველაფერი ძველებურად არის ურიგოდ, გამიცვდა პალტო, სად ვიშოვი ახლა გაბარდინს, გულამოსკვნილი დაეძებენ ისევ სულიკოს ქუჩაში ხმები და ამ ხალხის მოთქმა - ღაღადი - ნერვებს მიბურავს. ვწერ ჩვეულებრივ, არეულად, მაგრამ მუღამით, ამ ნაჯღაბნებშიც ბოლთასა ვცემ სტრიქონ და სტრიქონ, გდია კუთხეში გაჭვარტლული ძველი ბუხარი და ყველაფერი ისევეა, შარშან რომ იყო, ქარია გარეთ. და სიცივეა, ტკივილია, დროა მახინჯი, ღამემ მინებზე გააწვრილა ცეკვა - გავოტი, რა ჭკუა ყრია იმაში, რომ ვთქვათ - გავისარჯო, სანამ სიკვდილი გასასვლელში ფეხებს გაბოტავს - გავაღო კარი?
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი