სიჩუმე
ნუ გაჩერდები, მეგობარო, გთხოვ, გაიარე, მე ის კაცი ვარ, ვინც მიაგდეს, სხვაზე გაცვალეს, რაში გჭირდება ჩემთან ყოფნა, ხედავ - ვხრიალებ, გესმის - რას ვამბობ - დამეხსენი - იყოს რაც არის. ნუ გაჩერდები, მეგობარო, დამტოვე მარტო, არ მინდა - ამ დღის, ამ ბგერების, სუნის დანახვა... ვდგავარ და ყელში აყუდებულ ღამეებს ვამტვრევ და ჩემს სიზმრებში - თქვენ და თქვენი მსგავსნი - არა ხართ. ნუ გაჩერდები, მეგობარო, რაში გჭირდები, საერთოდ - ვის რად ვუნდივარ და ხედავ - ვხრიალებ... ეს ლექსი, აქვე, მაგიდაზე (ალბათ) იდება, როცა მოვრჩები ამ ხრიალს და... გთხოვ, გაიარე. ნუ გაჩერდები, მეგობარო.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი