"ქალბატონო დეიდა"
გია ფერაძის ხსოვნას "ეჰ, ქალბატონო დეიდა, თქვენ სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს..." - არასერიოზული კაცი ამ ბოლომდე გახსნილ კარში, ქალბატონო დეიდა, ის, ვინც უნდა შესულიყო (სწორედაც რომ) შევიდა. ოღონდ, თქვენ ნუ აღელდებით, ქალბატონო დეიდა, მათი შესვლა დაშვებული (ნაღდად) იყო ზევიდან. რაღაც დიდი მოწყალებით, ქალბატონო დეიდა, თვითონ ღმერთი ლაპარაკობს მათი ნაწერებიდან. ყველა, ვინც აქ მიდი-მოდის, ქალბატონო დეიდა, ჩვენი დიდი სირცხვილია დადიოდეს ქვეითად. ციმციმ უნდა ვატარებდეთ, ქალბატონო დეიდა, ოღონდ ფრთხილად, გეთაყვა, არ გაგვიცვივდნენ ხელიდან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ქალბატონო დეიდა, ბოდიშს ვიხდი, მაპატიეთ, სულ გავქრები (დღეიდან). თქვენ დარჩით და შეუბერეთ, ქალბატონო დეიდა, აბა - ჰე და აბა - ჰო და ერთი სიტყვით - ჰეიდააააააააააა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი