როინ აბუსელიძეს
ცაზე ღრუბელია - ჩალმა, ალბათ იმამია ქარი. გიწევს გარდაცვლილი მამა, წვიმს და სიცივეა გარეთ. წუხ და არაფერზე ფიქრობ, იქით ეფიქრები უფალს, სიკვდილს, უცილობელ მიკრობს, გინდა დაენახო უფრო. გინდა წამოდგე და დგები, გინდა დაწერო და დაწერ, რადგან როცა ერთი კვდება, სხვამ უნდა იცოცხლოს აწი. შუაღამეა და ცივა, მამას წაიყვანენ ხვალე, ვერ ეშველები და გტკივა, ვერ ეხმარები და მალა, გრძნობ, რომ ამოგაჭრეს, ჩქარობ, მალე თვითონ გახდე მამა. ალბათ იმამია ქარი, ცაზე ღრუბელია - ჩალმა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი