აღმოსავლეთით
ქეთუს ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა, ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე. ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან, რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს, ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში. ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა, ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში და ახლა, ისევ მენატრება - მოგყვე, გეძიო, მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი... შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ, შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი, რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა, შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური. მაინც მოგძებნი, მანამდე კი იყოს დასტურად ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა - სულით, ნატურით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი