ინსულტი
საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი. სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. გავხაზე. მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე. ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა, ჩემთვის – სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა – ნერვებში, სადაც წვიმა იწვიმებს ჩემი სისხლიც იქაა დაღვრილი და არ ახლოთ ხელი! არა! შეეშვით! მინდა – ასე დაქცეულს არიდებდეთ ნაბიჯებს, ლოცვა რაღა ლოცვაა – თუ ცამდე ვერ ავიდა, ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი. ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან. ძველებურად. ინთება. იხატება – და მიღრენს – სიმარტოვის სურათი – მოგლეჯილი ანფასი, მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი