შემოდგომა სიკვდილის შემდეგ
ჩამოეკიდა რეალობა შიშველ ხეებზე, ილუზიურად ჩამოეხრჩო – ყოველთვის ნაღდი… მოვალ, ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე და ტკივილს გაგხდი. დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებთან უნდა მოდგომა, ვხედავ – ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები, სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა, როცა მოვკვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი