მე უთქვენობის გამოისობით ..


მე უთქვენობის გამოისობით,
როგორც ოცნებას, ისე გიცნობდით.
მახსოვხართ ცივი და შავგვრემანი.
თმა: ხან - ჩანჩქერი, ხან - შადრევანი.
მოგონებები თრთიან ჩემ ირგვლივ.
მოგონებები მადგამენ გვირგვინს.
მაგრამ ერთ მათგანს მაინც ვაკვდები.
მას სახელი აქვს: თქვენი ნაკვთები. ...არ გაიხსნება არასდროს სხვისთვის
თქვენი სახელის, ტვინში რომ იწვის,
მატარებელი სიტყვა - ქარაგმა.

სახელმა სიტყვის სივრცე ალაგმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი