სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო ..
სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო. წინ - თებერვალი, ამინდის ბნედა. მკაცრდება ქარის ზუზუნის კილო მომასწავებლად უამურ დღეთა. სახეს აკლია ნაკვთთა ღიმილი. ცას - თვისი ფერი. არეს - ხალისი. ბაღს - შეხვედრები, ტკბილი, პირველი. ბაღში ზის ქვრივი შესაბრალისი. ტვინში მთელი დღე დილის ბინდია. ციდან ფიფქები ეშვება ხისტი. ყელზე უბრალო ჯვარი მკიდია, და ჯვარსაც თითქოს აკლია ქრისტე. 1995/2000
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი