ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ასი წლისთავის გამო


სამშობლო გზებო, ძველი ცოდვა თავს ვერ იმალავს.
ტყე, მიჩვეული უფრო ღამის ბოროტ მორქენალთ,
ვიდრე ანგელოზს, იქვე ახლოს მშვიდად მიმავალს:
"ილია მოკლეს!" - ახლაც ყვირის, თითქოს მოეკლათ
იგი წუხელის ან დღეს დილით... ნუთუ იმანაც
იგრძნო მომხდარი? ნუთუ ხვალაც დაზრება მავნე
ნასუნთქით მკვლელთა და ინატრებს, გაჭრან, გათელონ?..
იმ თავდახრილად, სინანულით, მდუმარედ სავლელ
გზაზე ილია ჭავჭავაძეს იქამდე კლავენ,
სანამდე გულზე ხელდაკრეფით დგას საქართველო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი