კრუნჩხვა
I აღმაფრენის დაგულებით გულს დამედო აგურები. ვუძლებ დროის წიოკობებს, როგორც უძლებს მატლებს მიწა. მიჩლუნგებს და მივალალებს შენი სახის ხსოვნა თვალებს. და შიგნეულს მიოქროებს მოგონება შენი ხმისა. II ცხოვრება კი ბანგებს ურევს და უყვება თავის მდგმურებს რაღაც ცივ და უნდომ ზღაპარს; სხვას არაფერს არ სთავაზობს. ავსებს ჰაერს კვნესა თოვლის. და მთელ ქალაქს, როგორც ცთომილს შავი ორმო, იწოვს, ყლაპავს შენი სახლის სადარბაზო. III ზამთრის სახე ასე ახლო მერამდენედ უნდა ვნახო. გზები, სევდით მორეკილი, მერამდენედ ვტკეპნო უნდა. სიყვარული მერამდენედ გიგალობო ფერფლის ენით. გზა არ მოჩანს; ურემი კი რა ხანია გადაბრუნდა. IV თუმც ცხოვრება ძალზე ყვინთავს, ფხიზლობს მაინც სულ და, გინდაც დაემალო, გაილურსო, თვალმარჯვე და უცებია; და ერთ დღესაც - რაღაც წყევლის ახდენაა თითქოს, ძველის - უცებ ხვდები, შენში გულს რომ სულ ტყუილად უცემია. V სადღაც ტკბილად სძინავთ გემზე. სადღაც მზეა. სადღაც მწყემსი გაჰყოლია ბინდში კლდეკარს. სადღაც დუმან ხრიოკები აღმოსავლურ საღამოში... შენ არაფრით არ გამოჩნდი. და თვალები სიზმარს ვეღარც გახელილნი იოკებენ. VI ამ გოდებით, ალბათ, ვერ ვრგებ და ვღლი კიდეც არეს. ეგებ, არე რომ არ გადავღალო სიტყვიერი საგოდებლით, უტყვობაში გადავიჭრა, ყველა თითი გადავიჭრა და ავიღო ამდაგვარად შენი სულის აკორდები. VII ათოვს ბედს, და იღბალს ათოვს. ათოვს უჯრედს და მის ატომს. და ფიფქების ცივი ბადე კრავს ჩემს სახეს. ლამის ხორხში ჩამივიდეს თოვლი. ლამის მომეწყუროს შესმა ლავის. სევდა ლამის ღრუბლებამდე აიმართოს, როგორც კოშკი. VIII ბნელში თეთრი ცაცხვებია. და, უშრობი, წასცხებია ყინულს მთვარის აკვარელი. მე ჩემს სულში მოციმციმე ცეცხლის რხევებს გითანხმებდი... სცივა ცეცხლს, და დღიდან დღემდე ფართოვდება, საყვარელო, მონატრების ოსვენციმი. IX საყვარელო, მისმენ? ყოფნა არც სისხლად ღირს და არც ოფლად. ჰგავს ის ქოხმახს, თოვლით ნაშენს. მხოლოდ სიზმრის მომგვრელია ის და მისი მკრთალი შუქი. და სიზმარი ჩვენი თუკი თვითონაა, ძილი მაშინ ჯანდაბაში მოგვ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი