ერთი სული მაქვს, დავწერო რამე ..
ერთი სული მაქვს, დავწერო რამე, მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი რამდენჯერ შევცდი, რამდენი ვჭამე, მაინც გიყვარვარ, ნამდვილად ვიცი. ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა, მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს, სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა, - ეს არის ენა, მე რომ მაწვალებს... შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით - აუღწერელი სიტყვით და კალმით არ დავიღლები შენს გვერდზე წოლით, არ მომბეზრდება არც ერთი წამით. რაც უფრო ბევრი გაივლის წელი, მით უფრო მეტად შემიყვარდები როგორც ბავშვს, მინდა, მოგხვიო ხელი - ჩამოგახიო სულის ჩადრები. შენთან როცა ვარ, ვარ როგორც რკინა, რკინა, რომელსაც ვერ შეჭამს ჟანგი თუმცა წარსულმა გული მატკინა, მეხმიანება მგოსნების ჰანგი. დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი - ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი, მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი, ისე მიგიგავს ქალღმერთს იერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
magaria