არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი