მე შენში მიყვარს ღმერთი!


მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენ, რა იპოვე ჩემში?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
მე კი ვმგზავრობ ტყე-ღრეთი...
ღირს, განა, დროის კარგვად?!

მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს...
და თუ ასეა - წვეთი,
ნამუსი მაინც მმართებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი