მღვდლებმა მითხარით, ან წარმართებმა


მღვდლებმა მითხარით, ან წარმართებმა,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი, ნეტავ, რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი