როგორი იყო?
როგორი იყო?.. აბა რა ვიცი... ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები. ორი ათასი წელი განვიცდი... ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი: როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა... მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის, არადა ჰყიდის... იცის მოკლავენ, განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია... ისტორიაში დარჩა იუდა! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი