ქალბატონ N-ს
ჩემო თვალის ჩინო! ჩემო ნატვრის თვალო! მათრობ, როგორც ღვინო! საოცნებო ქალო! ჩემთვის, ხიბლი შენი. არის ხილი უცხო. სიყვარულის სენი, რად შემყარე? ურცხვო! კარავი ხარ თბილი, თუ შევძვერი _ ვაი!.. დამაცადე ძილი, კაი ახლა, კაი! შენ ხარ ჩემი ხვედრი... თუ გაკოცე _ მტრისას! შევაგებე მკერდი კუპიდონის ისარს. შენ მესტუმრე მაშინ _ ჩემში ქარი ქროდა. დაჰქრის ახლა ცაში, რაც კი დარდი მქონდა. შენ გაფანტე ბინდი, შენ დაბადე მთვარე, შენ გაფურჩქნე შინდი _ ხარობს არე-მარე. ცაზე მზეა ბაცი სურვილი აქვს გგავდეს. ჩემისთანა კაცი, ნატრობს _ გვერდით ჰყავდეს. ფიქრები ამ ქალზე მომატარებს ქუჩებს. ვეჭვიანობ ხალზე, რომ უკოცნის ტუჩებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი