წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი


„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში   წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო (ვაღიარო), რომ არც პანსიონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях  და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შემომეპარება ხოლმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა? ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ… ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ, თუ შტატსკი (სამოქალაქო მოხელე) ვიყო, ვიყო. ...მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და, ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: `შვილო, ხომ ჰხედავ შენს გარემოებასაო, იქნება, მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?~ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება... Круг чиновников не выгоден для образования нравственности ... ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას!~.

წყარო: ცhttp://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/grigol_orbelianisadmi.htm

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი