მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა! რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა; საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო! კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის; შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის! სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი! გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი! დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება; და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს! მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
21 კომენტარი
მსოფლიო დონის შედევრი !
აბა ჰე აბა ჰო
NEVER BACK DOWN NEVER GIVE UP - ნიკოლოზ ბარათაშვილი
I WILL SURVIVE THIS EXAM!!1!1!!!
we all gonna make it🤣🤣🤣
ასეგი, ყველა ერთ გვერდს ვართ შეკრებილი, არა? მე №181 სკოლი IV ვარიანტი (3 ივლისს 14:00 სთ-ზე მაქვს) წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ აბიტურიენტებო! ყველაფერსაც დავძლევთ. 😊💕
მერანი და ყორანი იყო გაცვეთილი კლიშეები მაშინაც კი როცა ეს ლექსი დაიწერა.დააკვირდით რითმას ტიალის მინდვრის /მიწას მამაყრის.როგორი უხეში და უგემოვნოა.მეტაფორები არის კლიშეებით სავსე. ზოგიერთი სიტყვა აბსოლუტურად რიტმის შემავსებელია და მეტი არაფერი.ერთადერთი ღირებული სტროფი არის :ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." მაგრამ გრამატიკული რითმებით. ასევე სადავო ფილოსოფიით.
ქალბატონო კონსტანტინე, თქვენ იმას ამბობთ, რომ უკეთ შეგიძლიათ დაწეროთ ეს?
მე არსად მითქვამს უკეთ დავწერდი,ეს პრიმიტიული მსჯელობაა. არამედ ზოგადად ასეთი შინაარსის არსებობას ვაყენებ ეჭვქვეშ: საერთოდ უნდა იწერებოდეს თუ არა მსგავსი ტექსტები? ის, რომ ადამიანი საკუთარი თავგანწირვის იმედად იყოს დარჩენილი, რათა სხვას გაუადვილოს გზა — შესაძლოა, რომანტიკული და ლამაზია, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად სწორი ფილოსოფიაა?
ეს რაც შეეხება შინაარსს. ხოლო ის პოეტური სისუსტეები, რაზეც მივუთითე, უბრალოდ ფაქტებია. მაგალითად:
„გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა...“
ეს ჩამონათვალები წმინდა წყლის შემავსებელი სტრიქონებია (რიტმისა თუ საზომის შევსებისთვის).
ასევე გაუგებარია შემდეგი მონაკვეთიც:
„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!“
აქ ავტორი „შენ“-ში ვის გულისხმობს — სამშობლოს, სატრფოს თუ თავისუფლების იდეას? ეს „შენ“ სრულიად გაუგებრად იჭრება ტექსტში.
მსგავსი სისუსტეები ნამდვილად არსებობს, ისევე როგორც უბრალო, გრამატიკული რითმები.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ROLE MODEL, კაცს არაფერში ჰქონდა ბედი
Abiturientobis dedis trakic movstyan
bidzina midis yverebi kidia mis ojaxs shevcem nawylze mkidia- sergia vaneli
baratashvili temaa !!!!
წავიკითხე კომენტარი რომელიც აკრიტიკებს “მერანს” და მაშინვე პასუხის გაცემა მომინდა.
ხშირად ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათ შორის პოეზიაშიც , სხვადასხვა ხელოვანი იწყებს მსგავსი იდეების, თემების, სტილისა და მხატვრული ხერხების გამოყენებას. ჩნდება ახალი მოსაზრებები, რამდენიმე ხელოვანი იზიარებს მსგავს შეხედულებებს და ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ყალიბდება საერთო სტილი და მეთოდები.
ამა თუ იმ მიმდინარეობის წარმომადგენლები იყენებენ მსგავს მხატვრულ ხერხებს, სტილს , სახე-სიმბოლოებსა თუ მეტაფორებს. ამას რომ თავი დავანებოთ, ბარათაშვილის ლექსში “მერანისა” და “შავი ყორნის” სახეები განსხვავებული განცდითა და იდეოლოგიითა გამოყენებული , ამიტომ მათი “გაცვეთილ კლიშეებად” მოხსენიება მეტად არასწორია.
ამ კომენტარში ითქვა, რომ ზოგი რითმა უხეში იყო, საუბარი იყო გრამატიკულ რითმებზე. რაც შეეხება ამას, პოეზია ხელოვნების ის დარგია, რომელშიც “მოსულა” რიტმისთვის, რითმისთვისა და ბგერითი ეფექტისთვის ამა თუ იმ სიტყვის განზრახ შეცვლა , ხშირად გრამატიკული სტრუქტურის დარღვევა. პოეზიაში ხშირად გვხვდება ამგვარი რითმები და არ შეიძლება მათი “სისუსტედ” მოხსენიება.
ითქვა, რომ ზოგი სიტყვა უბრალოდ საზომის შევსებას ემსახურება.
მაგალითად იყო მოიყვანილი :
“გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა...“
ნებისმიერმა, რომელიც მცირედით მაინც იცნობს პოეზიას, იცის, რომ პოეტის, განსაკუთრებით კი რომანტიკოსი პოეტის, მთავარი მიზანია მკითხველის გულამდე მიიტანოს თავისი ემოცია. ეს ჩამონათვალიც სწორედ განცდის გაძლიერებასა და გამძაფრებას ემსახურება , ლექსსაც კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. თითქოს პოეტი მკითხველს დინამიკაში უხატავს მერანზე ამხედრებულ ლექსის ლირიკულ გმირს.
ითქვა, რომ გაუგებარი იყო შემდეგი ორი ტაეპი:
„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!“
პოეტი უკანასკნელ “ ტრფობის ნაშთსაც” კი გაიღებს რათა ესწრაფვოს საწადელს.
ლექსის ფილოსოფიას კი სადავო უწოდა კომენტარის ავტორმა. და ჩემი აზრით, აქაა ყველაზე დიდი შეცდომა.
ქართველი რომანტიკოსი პოეტები თავის შემოქმედებაში საუბრობენ წუთისოფლის ამაოებაზე. იმაზე, რომ ყველაფერი მატერიალური ბოლოს მაინც ერთი ხელის მოსმით განადგურდება. ჩნდება შეკითხვა- მაშინ რაღა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას?…
ლექსის ლირიკული გმირი ამბობს: “გასწი , გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი ;
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი “ და
“დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი”
ის იაზრებს, რომ შეიძლება მის ამბოხს არ მოჰყვეს ფიზიკური გამარჯვება, მაგრამ ეს არაფერია, რადგან მისთვის ბრძოლას იმთავითვე აქვს აზრი, მისთვის ბრძოლა უკვე გამარჯვებაა, რადგან ის არ ჰმონებს ავ ბედისწერას, არ დგას ქედმოხრილი, არაა დაბეჩავებული და დაჩაგრული მის წინაშე. პოეტი ამით გვეუბნება რომ, ფიზიკურ სიკვდილზე უარესია სულიერი სიკვდილი და ფარ-ხმლის დაყრა.
ლექსის იდეა, მისი მთავარი აზრი ერთადაა თავმოყრილი სიტყვებში: “ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”
ნიკოლოზ ბარათაშვილი ფიქრობდა, რომ მისი თავდადება მისი სულისკვეთება და მცდელობა ამაოდ არ ჩაივლიდა. ის თვლიდა, რომ მის თანამოძმეს მის მიერ თელილი გზა გაუადვილებდა ცხოვრების სავალს. ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც მან იწინასწარმეტყველა. სწორედ მისი შემოქმედებით შთაგონებული გადაწყვეტს ილია ჭავჭავაძე, რომ მოევლინოს საქართველოს მამად. და სწორედ მისი “მერანი” შთააგონებს ქართველი პოეტების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მთელ ახალ თაობას. დღეს კი ბარათაშვილის შემოქმედებას , მის “მერანს”ყველა ქართველი იცნობს და ის ამ ბრძოლაში მართლაც გამარჯვებულია.
რა თქმა უნდა, ასეთი დიადი აზრი, მართლაც გაუგებარი იქნება ჩვენნაირი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რადგან ყველა არაა ბუნებით ასეთი მებრძოლი და ქედმოუხრელი ადამიანი. ყველა არაა ღირსებით რაინდი.
P.S ძალიან კარგად საუბრობს “მერანზე” მერაბ ბერძენიშვილი. https://www.facebook.com/share/1EnLbkcfS9/?mibextid=wwXIfr აქაც შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა კრიტიკოსის მოსაზრება.
XIX საუკუნის ევროპულ და რუსულ რომანტიზმში (ბაირონი, პუშკინი, ლერმონტოვი) შავი ყორანი, როგორც ბედისწერის/სიკვდილის მაცნე, და ფრთოსანი ცხენი/მერანი, როგორც სულის სწრაფვა, უკვე საკმაოდ დამკვიდრებული, „გაცვეთილი“ სახეები იყო.მერანზე და ყორანზე კიდევ შეიძლება დავა,აშკარაა რომ მეტაფორების გადმომღერება უცხოური პოეზიიდან მიუხედავად კონტექსტისა. ბუნების ელემენტები: „ციურნი ცვარნი“, „სვავნი მყივარნი“, „შავად მღელვარი“ — ეს ყველაფერი რომანტიკული პოეზიის სტანდარტული, შაბლონური არტეფაქტებია.გრამატიკული რითმა თავისთავად აკრძალული არ არის , თუმცა პოეზიაში მისი გადაჭარბებული გამოყენება სიღარიბედ ითვლება, რადგან ერთნაირი დაბოლოებები (მაგ. -ებოდა, -ისგან) ავტომატურად ირითმება და ავტორს ნაკლებ შემოქმედებით ძალისხმევას სთხოვს.როგორიცაა მაგალითად (გაუადვილდეს/გამოუქროლდეს).ეს უკანასკენელი წყვილი მიუხედავად იმისა რომ იოლია გასარითმად მაინც არ რითმდება მუსიკალურად.
ილუზია თუ რეალური პროგრესი?: ინდივიდუალური განწირული ამბოხი (როცა იცი, რომ იღუპები უპატრონოდ) გარანტიას არ იძლევა, რომ სხვას „სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. ეს უფრო ინდივიდუალისტური ნუგეშია, ვიდრე რაციონალური სოციალური ფილოსოფია.ეს არის ისტორიული პროცესის გადაჭარბებული რომანტიზება და პოსტ-ჰოკ არგუმენტაცია. ილია ჭავჭავაძე და 60-იანელთა თაობა შვა ევროპულმა და რუსულმა განმანათლებლობამ, სოციალურ-პოლიტიკურმა კრიზისმა და ბატონყმობის გაუქმების ეპოქამ, და არა მხოლოდ ბარათაშვილის ერთმა ლექსმა.
დამცველი კომენტარის ავტორი თვლის, რომ „ბრძოლა თავისთავად გამარჯვებაა“, მაშინაც კი, თუ ის ფიზიკურ მარცხითა და დაღუპვით სრულდება.
ნაკლი (რაციონალისტური გადასახედიდან): ეს არის მისიონერული ფატალიზმი. ჩემი მთავარი შეკითხვა იყო: რამდენად პრაქტიკული და ჯანსაღია ეს ფილოსოფია საზოგადოებისთვის?
დაცვა არ პასუხობს პრაქტიკულ მხარეს და ისევ რომანტიკულ დოგმაში ბრუნდება: „სულიერი სიკვდილი უარესია“. შედეგად, დაცვა ამართლებს ირაციონალურ მსხვერპლშეწირვას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად იწვევს რესურსების ამაო ანიჰილაციას და არა რეალურ პროგრესს.
ხო ასევე ჩამონათვალების გაპეტიშება...აუცილებელი იყო კლდეების და ღრეების ხსენება?ერთი ძლიერი მეტაფორით თუნდაც ემოციურ გავლენას მეტს ვერ მოახდენდა?
ერთი ტევადი, ორიგინალური და ძლიერი მეტაფორა ბევრად უფრო ღრმა ემოციურ და ესთეტიკურ დარტყმას მიაყენებდა მკითხველს, ვიდრე წინააღმდეგობების ბანალური ჩამოთვლა.
რაც შეეხება სიტყვა "შენ".ეს იყო დამცველის ინტერპრეტაციული წაკითხვა . ლოგიკური არგუმენტაცია ,რასაც ქართული გრამატიკის წესები დაგვიდასტურებს რომ ეგ "შენ" მართლა რაიმე კონკრეტულზეა ნათქვამი ტექსტიდან არ ჩანს.ან თუ ჩანს და მე ვერ ვხვდები მოგვახსენოს დამცველმა.
საპასუხო კომენტარები იმეორებს იმ აზრს, რაზეც მე ზემოთ უკვე ვისაუბრე და არგუმენტირებულად დავასაბუთე.
არ შეიძლება “შავი ყორანი” , “მერანი” და სხვა მეტაფორები გაცვეთილი ყოფილიყო, მაშინ როცა ეს ლექსი დაიწერა, რადგან ნიკოლოზ ბარათაშვილიც იმ მიმდინარეობის წარმომადგენელია, რომელსაც განეკუთვნება ლერმონტოვი, პუშკინი , ბაირონი და ა.შ.
თავადვე ამტკიცებს კომემტარის ავტორი , რომ ამ სახე-სიმბოლოებს არაერთი პოეტი იყენებს. მაშინ , მაგ ლოგიკით, გამოდის, რომ თითოეულის შემოქმედება გადამღერებაა სხვა რომანტიკოსი პოეტების შემოქმედებისა.
სასაცილოა საუბარი “ერთნაირი დაბოლოებების ავტომატურად გარითვმაზე”
ჩნდება ირონიული კითხვა:
იცით რა არის რითმა?
მოგახსენებთ :
რითმა – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), ლექსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათაკომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც.
რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:
ბგერითი შედგენილობის მიხედვით: ზუსტი და არაზუსტი რითმა. ზუსტი რითმა სარითმო ერთეულების სრულ იგივეობას გულისხმობს (მხარეში — სიმწუხარეში). ზუსტი რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა. არაზუსტ რითმაში სარითმო ერთეულები მთლიანად არ ემთხვევიან ერთმანეთს.
ნიკოლოზ ბარათაშვილი, სამწუხაროდ, მართლაც უპატრონოდ მოკვდა.
მასზე დაწერა ლექსი გალაკტიონმა “ მას გახელილი დარჩა თვალები”. გალაქტიონმა წარმოიდგინა ბარათაშვილის გარდაცვალების მომენტი. ის იმდენად მარტო იყო, რომ გვერდით არ მოიძებნებოდა ვინმე, რომელიც თვალებს მაინც დაუხუჭავდა გარდაცვლილს.
კომენტარის ავტორის სუბიექტური მოსაზრებაა, რომ მისი სიკვდილი, მისი სულისკვეთება განწირული იყო. გასათვალისწინებელია ის რომ, თუ მხოლოდ ამ ერთმა ლექსმა არ შვა ილია, აკაკი და სხვანი, ამ ლექსით ილია აღაფრთოვანდა, მისცა უდიდესი შთაგონება. წარუშლელი კვალი დატოვა მან აკაკიზე, ვაჟაზე , გალაკტიონზე…
როდესაც ახალგაზრდა სტუდენტი ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ეკატერინეს ეწვია, სწორედ მან უჩვენა ილიას ბარათაშვილის ლექსების უნიკალური რვეული.
ბარათაშვილის გენიამ ილიაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად ილია იხსენებდა, რომ ლექსების წაკითხვის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში გაოგნებული და განცვიფრებული იყო.
ამ განცდებს ილიამ მიუძღვნა ცნობილი ლექსი „თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“, რომელიც 1859 წლის 13 აპრილით არის დათარიღებული და იწყება სიტყვებით: „როს წარვიკითხე მისი ლექსები, ვერარა ვსთქვი რა განცვიფრებულმა!..“.
ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, იონა მეუნარგიას ეკუთვნის ბიოგრაფიულ ნაშრომში “ ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა “ . ის აღწერს თუ როგორ წამოასვენეს 1893 წლის 25 აპრილს პოეტი განჯიდან თბილისში:
“წირვის გათავების შემდეგ საფლავზე გადახდილ იქნა მცირე პანაშვიდი და წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა. სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს : აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, ქუთათისის ქალაქის მოურავმა ლ.ლოლუამ , ქუტაისის დეპუტატმა დ. ბაქრაძემ, გ.წერეთელმა, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვათა”.
“სიტყვა აკაკი წერეთლისა:
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი,
განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ
ტყვეთა ფრინველნი და ვარდნი
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი
ჩემთ დღეთა გარსა მოვაკლო,
საღამოს მისთვის შთავიდე,
რომ დილა უფრო ვაცხოველო...
ეს ინატრა ახალგაზრდა მგოსანმა ამ ნახევარ საუკუნის წინეთ და ეს ნატვრა წინასწარმეტყველებად გადაექცა: გახდა წინამორბედი ჩვენი ახალი ცხოვრების განთიადისა და იქ, შორს, სამშობლოდან უცხო მხარეს, მზესავით ჩაესვენა, რომ დღეს აქ უფრო მეტის ძლიერებით აღმობრწყინებულიყო. ამას ვხედავთ და დღევანდელი ჩვენი მიგებება გლოვა და ზარი კი არ არის, ლიტანიობაა და მზე-შინია. დიახ, არავის გეგონოთ აქ ეს ნამდვილი სამარე და კუბო ბარათაშვილისა, იმის კუბოა ყველა ქართველის გული და ისე ხშირი, როგორც თვით მგოსნის მთელ საქართველოსადმი სიყვარულით აღვსებული გულის-ცემაა. ეს ადგილი არის მხოლოდ ნიშანი, სადაც ამიერიდან უნდა დაისვენოს ჩვენი პირველად გვირგვინოსანი მგოსნის ნაშთმა და მართლაც, რომ უკეთეს ადგილს ვერ გამოვძებნიდით.
მართალია, ყოველი კუთხე საქართველოსი წმინდაა, მაგრამ ეს ადგილი, ეს დიდუბე წმინდა-წმინდათაგანია. აქ დაიდგა პირველად ძლევის გვირგვინი უპირველესმა ჩვენმა საისტორიო მნათობმა თამარ მეფემ. მართალია, დღეს დიდუბეს ის ფერი აღარ ადევს, აღარც ის ტაძარია, აღარც ის სასახლე, აღარც ის წალკოტია. ჟამთა მსვლელობამ, დროთა ვითარებამ ის გადაასხვაფერა, მაგრამ დიდებული ხატი-კი მაშინდელი შეუცვლელად დარჩა საქართველოს ხსოვნაში. აქამდედ ჩვენ წარმოვიდგენდით თამარს თავზე მარგალიტ-მოსილ გვირგვინით, რომელსაც გვერდით უდგა ძლიერის ჩანგით საკადრისი მისი მწერალი რუსთველი. დღეიდან უფრო დასრულებული იქნება ეს ხატი, მეორე გვერდით ედგმება ბარათაშვილი. როგორც ამ შვიდასი წლის წინეთ დასავლეთ საქართველოდან, ესე იგი იმერეთიდან, მოვიდა ხალხი, რომ თაყვანი ეცა დიდებულ თამარისათვის და საზოგადო საერო ლიტანიაში მონაწილეობა მიეღო, დღესაც მოვსულვართ იმერეთით, რომ ნიშნად სამარადისო ძმობისა და განუყრელი ერთობისა დავადგათ გვირგვინი ბარათაშვილის კუბოს, გვირგვინი ჯეჯილის პურის თავთავისაგან, საგულისხმოდ იმისა, რომ მგოსანი იყო უპირველესი მესიტყვე გონებრივის ნაყოფისა, არა მარტო ერთი კუთხისა, – მთელი საქართველოსი. ნაყოფიერი იყოს ხორბალი, როგორც დღემდე, ამიერიდანაც, რომელთანაც ერთად დაუვიწყარი იქნება სახსენებელი ნიკოლოზ ბარათაშვილისა.”
მთავარი, რაც ვფიქრობ, რომ გაუგებარია კომენტარის ავტორისთვის, არის ის რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის თავს სამსხვერპლოზე კი არ დებს, თავს კი არ “წირავს “ სხვებისთვის. ის ასეთი მებრძოლი იყო. სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო. ეს იყო მისი სულიერი მოთხოვნილება და გარდა იმისა ,რომ ბრძოლით ამ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა, ასევე შედეგად სხვებსაც ეხმარებოდა. ამრიგად, მისი ბრძოლა ორმაგად გამართლებულია.
აგრეთვე სიტყვა “შენ” -ში ცხადია , რომ თავისუფლებისკენ სწარფვა და ლტოლვა იგულისხმება. ეს არაა ჩემი ინტერპრეტირება აღნიშნული ტაეპისა. ლირიკულ გმირს სურს “ბედის სამძღვრის” გადალახვა და თავისუფლების მოპოვება. ესაა სწორედ ლექსის მთავარი იდეა. თუ კომენტარის ავტორმა სხვაგვარად გაიაზრა ეს მონაკვეთი, სასურველია, რომ ის დაასაბუთოს და ისე წარმოადგინოს.
P.S წინა კომენტარში ავღნიშნე რომ
კარგად საუბრობს “მერანზე” მერაბ ბერძენიშვილი. სიჩქარეში სახელი შემშლია. რა თქმა უნდა, ლევან ბერძენიშვილი ვიგულისხმე ;)
ზუსტად ეგრე ვთვლი რომ გამეორება მეტაფორის სხვა ავტორისგან გადმომღერებაა.მაგრამ აქცენტი მეტაფორებზე მქონდა და არა მთლიან შემოქმედებაზე , ეს არ იყო სწორი განზოგადება.მე არ მითქვამს, რომ ბარათაშვილმა თერგდალეულები არ შთააგონა, არც ის, რომ მისი ამბოხი „ამაო“ იყო. ჩემი თეზისი სხვაა: დამცველის დოკუმენტები ადასტურებს, რომ ლექსებმა იმოქმედა, მაგრამ არ ადასტურებს, რომ განწირულმა ამბოხმა გზა გაუადვილა.ანუ ფილოსოფიურ პოზიციას ვაყენებ ეჭვქვეშ და არა რომელიმე კერძო ადმიანის თავგანწირულობას, რომელმაც შესაძლოა მართლაც გამოიღოს შედეგი, თუმცა საყოველთაო ფორმულად უნდა იქცეს? ამიტომ ისტორიული მაგალითები ამას არაფერს პასუხობს...
ასევე მტკიცება რომ ამ ლექსის შთაგონებამ გამოიწვია "გამარჯვება". დაუსაბუთებელია რა არის გამარჯვება და რატომ მაინცდამაინც ამ ლექსმა გამოიწვია? „ორმაგი გამართლება“, ანუ შინაგანი მოთხოვნილებით ბრძოლა, ჩემს კითხვას არ აქარწყლებს: თუ ის მხოლოდ პირადი ეთიკაა, მას არაფერს ვუწუნებ. მაგრამ ლექსი თავად ამატებს სოციალურ პრეტენზიას („მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“), და სწორედ ამ ნაწილს ვამოწმებ. ის სურვილის კილოშია ჩამოყალიბებული და არა დასაბუთებული.
ამ ლექსში რითმათა დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დაბოლოებებს ეყრდნობა. ყველაზე თვალსაჩინო ერთი სტროფია, სადაც ოთხი ტაეპი ზედიზედ -რის-ზე მთავრდება: შორის / მწუხარის / მინდვრის / მამაყრის. ამას ემატება გაუადვილდეს / გამოუქროლდეს (ზმნა ზმნაზე, საერთო მხოლოდ „-ლდეს“) და სამშობლო / საიდუმლო (საერთო მხოლოდ „-ლო“).
რითმის ელემენტარული სახელმძღვანელო არაა საჭირო. ყველამ იცის რომ პოეტიკაში ზმნა/ზმნაზე საერთო ბოლოთი იოლი რითმაა. მე ამაზე გავამახვილე ყურადღება .არაფერ შუაში იყო რაც დაიწერა დამცველის მხრიდან.
სიტყვა "შენ"-თან მიმართებაში დაგეხმარებით რადგან არგუმენტი არ გითქვამთ:ლექსში მეორე პირი მხოლოდ ერთია. ყველა ბრძანებითი მერანს ეხება: გაკვეთე, გააპე, გასწი, ნუ შეეფარვი, გაფრინდი. სხვა ადრესატი, მაგალითად სატრფო ან სამშობლო, არსად მიმართვის ფორმით არ ჩნდება, მხოლოდ მესამე პირშია ნახსენები. ლექსის შიგნით მერანია მიმართვის ადრესატი.
სტროფშივე იგივე ფორმაა. „შენს ლტოლვას“ ორ ტაეპში „შენს ჭენებას“ მოსდევს, ხოლო მეოთხე ტაეპში „ნიავს მიეც ფიქრი ჩემი“ ისევ მერანისადმი ბრძანებაა. ანუ ერთ სტროფში ორჯერ ჩნდება მიმართვა.პირველ ორ ტაეპში არაფერი მიუთითებს ადრესატზე. წინა სტროფში მერანი არ იხსენიება, სატრფო სამშობლო ,მეგობარი იხსენიება.ამიტომ აქ გადაჭრით ვერ ვიტყვით რომელი წაკითხვაა ზუსტი...სწორედ ამას ვამბობ ავტორი გარკვეულწილად ჰაერში გვტოვებს.
დანარჩენ პათეტიკურ განცხადებებს ვერ ვუპასუხებ.ეგ სუბიექტურია და ემოციური.რა რას ნიშნავს ქართველისთვის და რა არის წმინდა თუ არაწმინდა. მაგ სივრცეში არ შევდივარ.
რითმა რომელიც ბარათაშვილს აქვს გამოყენებული, სწორი ტერმინებით, რომ ვისაუბროთ, ზუსტი რითმაა და არა “იოლი რითმა”. ნაკლებად საინტერესოა სუბიექტური მოსაზრებები. ზუსტ რითმას იყენებს ხშირად ასევე “ვეფხისტყაოსანში” შოთა რუსთაველიც.
“ვეფხისტყაოსანი” მოგეხსენებათ ქართული პოეზიის ქვაკუთხედია. არავინ ამბობს რომ შოთამ ზუსტი რითმების გამოყენებით საქმე გაიიოლა ან “დაეზარა” სტროფებში ტაეპების უკეთესად გარითვმა. უბრალოდ, კომენტარში ისეა ხაზგასმული ეს ფაქტი, რომ თითქოს ამან ლექსს ფასი უნდა დაუკარგოს. წინა კომენტარებისაგან განსხვავებით პროგრესი ჩანს. კომენტარის ავტორი ამბობს, რომ იმ სახე-სიმბოლოებისა თუ მეტაფორების გამოყენება, რომლებიც დამკვიდრებული იყო რომანტიკულ პოეზიაში არაა გადმომღერება სხვისი შემოქმედებისა. ამას ვამტკიცებ ზუსტად მეც ამდენ ხანს.
რაც შეეხება ლექსის ფილოსოფიას. მე კარგად დაგისაბუთეთ რა არის გამარჯვება. აკაკი ამბობს : “დიახ, არავის გეგონოთ აქ ეს ნამდვილი სამარე და კუბო ბარათაშვილისა, იმის კუბოა ყველა ქართველის გული და ისე ხშირი, როგორც თვით მგოსნის მთელ საქართველოსადმი სიყვარულით აღვსებული გულის-ცემაა. ეს ადგილი არის მხოლოდ ნიშანი, სადაც ამიერიდან უნდა დაისვენოს ჩვენი პირველად გვირგვინოსანი მგოსნის ნაშთმა”. ყველასთვის ეს გამარჯვება არაა. ზოგისთვის გამარჯვებაა განცხრომაში ცხოვრება და ფერარით (თუ პორშეთი, რომელიც გაგიხარდებათ) გულაობა. ზოგისთვის კი გამარჯვებაა ის, რომ არ აძლევს ბედს და ძნელბედობას იმის საშუალებას რომ იგი დაჩაგროს, სულისკვეთება გაუქროს. ზოგისთვის გამარჯვებაა ის, რომ მომავალ თაობებს და ქვეყანას უტოვებს ასეთ დიად შემოქმედებას.
არავინ არავის არ აძალებს, რომ თავისი ცხოვრება ასეთ მაღალ ღირებულებებზე დააფუძნოს. მაგრამ ასეთი ადამიანებისა და მათი შემოქმედების ეჭვქვეშ დაყენება სულმდაბალი ქმედებაა.
დაგეთანხმებით და “შენ”-ში მეც ვფიქრობ, რომ “მერანი” იგულისხმება. მერანი კი თავისუფლების სიმბოლოა. ისაა ფრთოსანი ცხენი -პეგასოსი, რომელიც უსაზღვროებისკენ სწრაფვას განასახიერებს. სწორედ ეს დავწერე მე ზემოთ, სათქმელი უფრო დეტალურად განვმარტე და პირდაპირ ის განვიხილე თუ მერანი რას განასახიერებს.
ერთი მერანი გაფრინდება და მეორე მე
პირიქით აღვნიშნე: სხვადასხვა პოეტის მიერ ერთნაირი მეტაფორების გამოყენება სწორედ რომ „გადმომღერებაა“. ამ ნაწილში ეგრეთწოდებული „დიადი“ პოეტების მიერ ამ ხერხის გამოყენებასაც ნაკლოვანებად მივიჩნევ. მთლიანი შემოქმედება კი არსად მიხსენებია, ეს უბრალოდ არასწორად გაიგეთ (ან მიკერძოებულად მომაწერეთ).
ფრაზა „ზუსტი რითმაა და არა იოლი“ ორ სრულიად სხვადასხვა ცნებას ურევს ერთმანეთში. „ზუსტი“ ბგერით თანხვედრას ნიშნავს, ხოლო „იოლი“ იმას, რომ ეს თანხვედრა უბრალოდ გრამატიკული დაბოლოებებიდან მოდის. შესაბამისად, რითმა ერთდროულად შეიძლება იყოს ზუსტიც და იოლიც .
რაც შეეხება წყვილს „კვეთება / დარჩება“ — მათი საერთო დაბოლოება „-ება“ ქართული ენის ბუნებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი და მარტივი შეწყვილებაა. ამ შემთხვევაში საერთოდ გამოთიშულია წინა თანხმოვანი თუ მარცვალი, მაშინ როდესაც ლექსი აშკარად ცდილობდა ამ ფორმულის შენარჩუნებას (ანუ წინამდებარე თანხმოვნის წყვილში ჩასმას). ამ მხრივ, „სამშობლო / საიდუმლო“ და „კვეთება / დარჩება“ პოეტურ ტექნიკაში აშკარად აგებს.
რაც შეეხება ფილოსოფიურ მხარეს: ადამიანი თეორიულად შეიძლება იყოს „რაინდული სულის“ მატარებელი, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო არ გადადგას ის ნაბიჯი, რასაც თავგანწირვა ჰქვია (მაგალითად, ეს ნაბიჯი მისთვის ფილოსოფიურად იყოს არასანდო). ამის გამო მას პირობითად „არა-რაინდად“ ვერ ჩავთვლით.
მე არ ვცნობ კერპებს, ჩემთვის მოცემულია კონკრეტული პოეტური ტექსტი და მას ვაანალიზებ. არსებობს უამრავი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც „გამარჯვებაში“ სრულიად სხვა რამეს გულისხმობს და არც მატერიალისტურ ბანალურობამდე დადის და არც მსგავს თავგანწირვამდე. სამყარო ასეთი შავ-თეთრი არ მგონია იყოს. მაგალითად, ნიჰილიზმი თვითონ „გამარჯვების“ იდეასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. ის, რაც თქვენ გამარჯვების ნიმუშად მოგყავთ, უნივერსალურად ვერ ჩაითვლება და ცალკე ფილოსოფიური დისკუსიის საგანია. ამიტომ, „სულმდაბლობაზე“ მინიშნება ზედმეტად ხმამაღალი განაცხადი იყო.