ჩონგურს


შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს,
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!

მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი?
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი