ჩვილი
მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უალერსებს წიაღთა თავის მშობლის! მის სოფელი უზრუნველობით შენობს; გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს; ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს; ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს. არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას, არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას; იგი თავის სანუკველითა შობით ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით. იტიკტიკე ენითა უსუსურის, იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის, ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი, არ გიცვნია სოფელი მომღერალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️