სული ობოლი
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას! საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი, ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი! მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული! არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა! ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი