...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი
ხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა, სევდითა ნაზსა, და შევეტრფოდი; ყოველთ გრძნობათა, ყოვლთ გონებათა მას მივაპყრობდი. ღაწვნი ნაცრემლნი, ტრფიალთ დამწველნი, უფროს შვენოდენ; თმანი ნაშალნი, მკერდზედ დაყრილნი, ემუქმკებოდენ. ჟუჟუნა თვალნი, გულთა მომკვლელნი, მოცინარობენ; პაწაწა ტუჩნი, ვარდებრ ნაფურცლნი, ლხენას მოჰბერვენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი