შენნი დალალნი ყრილობენ გველად..
შენნი დალალნი ყრილობენ გველად სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად, და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად! ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს, მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი