შევიშრობთ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს..
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს, გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს, შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს! მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი, მისი ღიმია შვების მომცემი, ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი, განმაბრძნობელი, გამხელებელი! ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა! ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა, სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
შემიყვარდა