სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი..
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრამ, სულო, იგი ცრემლი არ სტიროდა ამ სოფელსა; სახე შენი მოწყენილი არა ჰგავდა ხორციელსა! აწ მივხვდი მე, უბედური, თვალთა შენთა მეტყველებას: თურმე ცრემლი უცნაური მოელოდა ჩემს ობლობას! ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე ცრემლსა თვალთა მშვენიერთა, გულამოსკვნით ვიგონებ მე დღეთა ჩემთა ბედნიერთა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი