მიყვარს თვალები მიბნედილები..
| მიყვარს თვალები მიბნედილები, ეშხისა ცეცხლით დაქანცულები; მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად განეწონვიან მათი ისრები. მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას, მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას? ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა, უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა, მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ, მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა! თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას, თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი