დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი..
დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი; დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი. აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს, მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს. მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა, რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი