მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავ-თვალებიანო..
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა; დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა! ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი, ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი, მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის, მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი