პაპაჩემი
ჩემს ბავშვობაში ხუთი ექვსი წლის ვიქნებოდი, არც ისე დიდი. სტუმრად ვიყავი პაპაჩემთან, მისი დღე იყო, სამოცდა რაღაც წლის ხდებოდა არ მახსოვს ზუსტად. დამავალეს რომ მიმელოცა დღე დაბადების და მე თითქოს უკვე ზრდასრული გავიმართე წელში, ნელი ნაბიჯით მივდიოდი და თანდათან მეცინებოდა. ალბათ მეგონა ჩემი თავი ყველაზე დიდი. ხის ჩრდილში იჯდა, ქარს ატანდა ალბათ მოხუცი, საკუთარ ტკივილს და მე მივედი. გამიღიმა - რა მოხდა პაპა. მე მედიდურად მივახალე ეგრევე პირში. რომ თუ მოკვდები დღეს ან ხვალ ან წლების მერე, მე როგორც შენი შვილიშვილი ამის მოვალე ყოველთვის როცა შენს საფლავზე გამოვალ პაპა, ყოველთვის როცა შენს საფლავზე გადავწყვეტ მოსვლას, მოვიტან მინდვრის ან უბრალოდ მოვიტან ყვავილს ერთცალს ან ორცალს შეიძლება ჩემივე მორწყულს, ჩემივე ოფლით, სისხლით, ანდაც ცრემლებით მოვრწყავ. რა უნდა უთხრა მომაკვდავ კაცს ამაზე ცუდი, ან თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა არ იყოს ავად, აიღებ სიტყვებს და თვალებში აჭედებ ლურსმნებს, როდესაც ამბობ რომ მოკვდება დღეს, ხვალ ან როცა. არც კი სწყენია, უხმოდ ჩემკენ გადმოიხარა, თითქოს და ქარი ჩასდგომოდა მოხუც მუხლებში და მითხრა პაპამ ნიკოლოზმა ნიკოლოზს მითხრა რომ არსებობენ ისეთებიც მიდიან როცა, არავინ არ ყავთ რომ საფლავზე აღდგომის კვერცხი გადაუგოროს, ან წააწეროს სახელი, გვარი. თარიღი. თუნდაც და გაუხარდა ჩემი სიტყვა. ეს იყო მაშინ, ეს იყო როცა პაპაჩემი იყო ცოცხალი. და მე დღეს როცა, მივდივარ და ვაბიჯებ ქუსლებს მიწას საფლავის, ვიცი პაპა მხედავს მაღლიდან და ვფიქრობ ხოლმე, ყვავილები ამოდის მხოლოდ იქ სადაც ალბათ პაპაჩემის გული მარხია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი