ესაა ყველაფერი ..


ესაა ყველაფერი -
ბროწეულს რომ გახლეჩ
და საუკეთესო მარცვლები
ძირს ცვივა,
ასე მინდა,
ხელში ჩემი გული მეჭიროს
და გავხლიჩო.
პირველი შენი
სიყვარული გადმოვარდებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი