წვიმა დაუკრავს შინდლერს.


უკრავდა წვიმა შინდლერს,
და ასველებდა წვეთი,
ფურცელს და ვწერდი იმდენს,
რამდენსაც მრთავდა ღმერთი
ნებას და იყო მყუდრო,
ჩემი ოთახი იმ დღეს,
გკარგავდი შენ და ამ დროს,
ქარი უკრავდა შინდლერს.
რა ადვილია ვინმეს,
ატკინო ხოლმე გული,
უკრავდა გული შინდლერს,
მე კი ვითვლიდი ულევ
ფოთოლცვენას და ვწერდი,
ღამეს რომელიც წინ დევს,
ჰორიზონტზე და "ღმერთი",
შენთვის უკრავდა შინდლერს
ძნელია მისი პოვნა,
ვინც შენს ცრემლებად ღირდეს,
როს ქნარზე აპოლონი,
შენთვის დაუკრავს შინდლერს,
მე კი ვიქნები სიმად,
მინდა რომ ისე წვიმდეს,
არ გადაიღოს წვიმამ,
წვიმა დაუკრავს შინდლერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი