მე.
ჩემი კარები არ იღება მხოლოდ შიგნიდან, და სურვილი მკლავს შემოაღოს ვინმემ ახლავე, დამიჯდეს გვერდით და მომიყვეს როგორ მარხავენ, ცრემლებს რომლებიც ყოველ ღამით ნერვებს ძიძგნიან. შენ მიმტკიცებდი რომ არ არის ამ ქვეყნად ღმერთი, რომ არ აქვს ახსნა არც სასწაულს და არც დამთხვევას, მანამდე სანამ ეგ სიტყვები გრძნობას დახევდა, გრძნობას რომელსაც არსებობის არ შერჩა წვეთი. და იყო ცოდვა მეტად დიდი ვიდრე აქამდე, იყო ღვთის გმობა უფრო ცუდი ვიდრე ამინდი, შენ კი შენ სიტყვებს ამართლებდი თითქოს ამითი, რომ შენი სული ტკივილებმა სულ მთლად დალაქეს. მე მაშინდელი საუბარი მაფიქრებს დღემდე, ვზივარ მოხრილი, არ იღება ჩემი კარები, და მახსოვს, ჩუმი მომღმარი შენი თვალები, როცა გითხარი რომ უბრალოდ ამ ერთხელ მენდე. იპოვნე ღმერთი და აივსო ნამწვით საფერფლე, და სინანული, საკუთარი ცოდვების ჯვარცმა, როცა ოთახში სიკვდილამდე ნახევარ კაცმა, მიხვდი რომ გწამდეს, საჭიროა კიდეც აფრენდე. ჩემი ფანჯრები ერთმანეთის მოპირდაპირედ, იყვნენ უძრავად და შუაში ორი პოეტი, და მე უბრალოდ მაკვირვებდა ერთი მომენტი, როცა შენ მაშინ თავის მოკვლაც არ დააპირე. ადექი უხმოდ და დადექი ზურგით კარებთან, გაკარი ასანთს და სულ მარტო დარჩი ოთახში, როცა სიმშვიდეს მიაგენი წამით ლოცვაში, მაშინ გაიღო ჩემი კარი სწორედ გარედან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი