შემოდგომისას
ხანდახან როცა გაყვითლებულ ნაბიჯებს ვმალავ, შემოდგომისას ჩამოცვენილ ფოთლებზე დადგმით, მრცხვენია ჩემი საქციელის და მინდა მალე, წავიდე სადმე, თქვენ თუ გინდათ ეს ლექსიც დაგმეთ.. მახველებს ხოლმე ამ ბოლო დროს ხშირად რატომღაც, როცა მინდა რომ ყელში შენი სუნთქვა გადამცდეს, როცა ცხოვრება შენი თავის ხდება კატორღა, სულ ერთი ხდება ვის უყვარხარ და ვინ გაფასებს.. როგორც მერცხლები შემოდგომით ტოვებენ ბუდეს, ასე მტოვებენ უსასრულოდ მისი თვალები, რომლებიც ამ ჩემს არსებობას საფუძვლად უდევს, და ვრჩები მარტო წინააღმდეგ გარდაცვალების. მოვისვრი ფერებს, უბრალოდ და ასე ვთეთრდები, და ვხვდები შენში, შენზე უფრო ეს ფერი მეტობს, თუ ჩვენ ყველანი შენს ხატად და მსგავსად შეგვქმენი, რატომ სულ ყველას შეყვარება არ ძალგვიძს ღმერთო. მე თოვა მიყვარს შემოდგომით, ფოთლებით თოვა, ყველაზე მეტი ითოვოს და დადოს კოჭამდე, შენ კი უბრალოდ ამ თოვლისგან ბაბუა მთხოვე, მერე თუ გინდა ეს ცხოვრება ფეხებს მომჭამდეს. მრცხვენია ჩემი საქციელის და მინდა მალე, წავიდე სადმე, თქვენ თუ გინდათ ეს ლექსიც დაგმეთ.. ხანდახან როცა გაყვითლებულ ნაბიჯებს ვმალავ, შემოდგომისას ჩამოცვენილ ფოთლებზე დადგმით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი