შენ !! რომ არ მენახე, ალბათ გავაფრენდი.


მქონდა საკუთარი თავის მიტოვების
ცდა და გამოვცადე კიდეც მიტოვება,
რადგან დღემდე ჩემი ძველი სტრიქონები,
შენთვის წაუკითხავ რჩება სტრიქონებად.
ჩემი ოთახიდან მოჩანს შორი - ახლოს,
შენი სილუეტი გზაზე მიმავალი,
ახლა ისე მინდა რამემ მომიაროს,
ახლა ისე მინდა თვალებს მიმალავდე,
როგორც შენი ჩუმი მზერა მახარებდა,
როცა ეგ გრძნობები გაასაჩინოეს,
ხოდა ისეთია ყველა დაღამება,
მერე გათენებას რომ არ საჭიროებს.
მომდევს იმ ღამიდან შენი ხასიეთი,
გთხოვ რომ შენს თაროზე მაინც დამალაგე,
გულთან ტკივილივით ისე გამიჩერდი,
სისხლით თვეებია აღარ მამარაგებს.
წუხელ ქარი იყო რაღაც არ ნახული,
მხოლოდ ერთი ფოტო შემრჩა ქარიშხლიდან,
შენი არსებობა ისე დამანახე,
ვწევარ და ამაზე ფიქრი გამიხშირდა
მელნის სიღარიბე სანამ გამკიცხავდა,
იყო მარტოობა,
მეტი არაფერი. 
...
ისე მარტო ყოფნის შიში რა გითხრა და,
შენ!! რომ არ მენახე, ალბათ გავაფრენდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი