"სინათლე შენს ფანჯარაში"
წელში მოხრილი და სხეულში ბოლომდე გაშლილს, თუ დღეს უბრალოდ შენს ფანჯრებში შუქი მახარებს, იმ იმედით რომ თუ ოდესმე მოჭრილ ფრთებს გავშლი, მე იმ სიყვარულს შევაგროვებ მათ რომ დაყარეს ვისაც არ ეყო ნებისყოფა საკუთარ თავთან, ან სხვასთან ერთად, მოიპოვოს ერთად-ერთი თავის მიზანი, თუ ნებას დამრთავ, მხოლოდ მაშინ თუ ნებას დამრთავ ეს ჩემი მხრები, ეს ხელები იმდენს იზამენ რომ ყველა ღამეს ჩვენ საკუთარ სახელს დავარქმევთ, ა - დან ჰაე- მდე, და სულ ბოლოს მერე ხელ-ახლა, მიყვარხარს გეტყვი, გავჩუმდები, მერე დანარჩენს, გთხოვ რომ უბრალოდ ეს თვალები წამით გენახა, მაშინ როდესაც ვერ ხედავდნენ შენს ჩრდილს ფანჯრიდან, და ქუთუთოებს ასკდებოდნენ თვალის ცეცებით, თუ შენთან ყოფნა დღეს უბრალოდ ისე დამჭირდა, რომ ყველაფერი დავივიწყე შენ რომ გეძებდი ნუ გაბრაზდები, თუ დაძარღვულ ხელებს დახედავ, და რომ გავგიჟდი და არ შემრჩა წვეთი სიმორცხვე, მომიშვი ახლოს, უფრო ახლოს ან შენს სახესთან, რომ შენი სუნთქვა მაცოცხლებდეს მთელი სიცოცხლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი