"მოკლე ქუჩა უწევს ყველა ადამიანს"


მთვარე სანახევროდ ღამეს შერეული,
იქვე მის სონეტას უკრავს როიალი,
არის სინამდვილე მაგრამ ერთეული,
მე კი მის ძებნაში სული მოვიარე.

მესმის ყველაფერი გარდა არაფრისა,
სასმელს ვეძალები ისევ უნიათოდ,
ღვინომ ტალახივით მიწას გამაგლისა,
ზეცას ვარსკვლავები ისევ უნთია და

წამის მოუთმენლად ველი გათენებას,
გული მგონი მიცემს თუმცა უხეიროთ,
ფოთლებს სიმშვიდესთან ჩემი დაშორება,
რამის თან გადაყვნენ ისე უხარიათ.

წერაც კი არ ვიცი რაღამ დამიშალა,
ხოდა მეც ასე ვწერ რაღაც არეული,
გზაზე ერთგულება გდია გალეშილი,
ბევრი ორპირობა ქონდა დალეული.

მთვრალი ერთგულება უკვე ღალატია,
როგორც რითმებია ჩემგან გარიყული,
ღამე როგორც იქნა ფიქრით გავათიე
და იმ ჩაბნელებულ ქუჩას გავუყევი.

თავად ამ სიტყვებსაც ჭკუა მოკლებული,
გაძევთ ყველაფრიანს ანდა არაფრიანს,
ვატყობ ყველა ქუჩა მაინც მოკლე არის,
მოკლე ქუჩა უწევს ყველა ადამიანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი