"შენი თვალები"..
ვერ ამოვაშრე ჩემს სიტყვებში შენი გავლენა, და შემრჩა გული შენს ნერვებზე ჯვარზე გაკრული, მე ვფიქრობ თავზე ვინც ყველაზე მეტად გევლება, დიდი შანსია ქონდეს რამე უფრო მზაკვრული, ვიდრე პოეტი ვინც სტრიქონებს ლექსისთვის წირავს, და თან მიათრევს ამ სიგიჟეს ძარღვებით ცამდე, შენი თვალები ამღვრეული მდინარის პირას, დამდგარ გუბეში იმ არეკლილ პლანეტებს გავდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი