ერთია ალბათ ..


ერთია ალბათ,
ისინი საკუთარ საქციელს ამართლებენ,
მე იმედებს.
შენ იცოდი რომ ჩემი წასვლა შენი სახლიდან,
სიცივეს გავდა, მწარეს თუმცა მაინც უხილავს,
მე კი ვზივარ და ჩემს ცხოვრებას ვფურცლავ ახლიდან,
რომ იქნებ სადმე უშენობა ამოვიხიო.
ერთხელ გითხარი რომ კიბეებს ვუსმენდი ადრე,
შენ გაგეცინა, მე იმედი არც მქონდა მეტის,
და როცა ახლა უჩემობა პირელად ცადე,
ჭრიალით კიბე ოთახიდან ჩემს წასვლას გეტყვის.
მე ჩაი მიყვარს ბნელ ოთახში კლასიკის ფონზე,
და უშენობა არის ჩემი ლექსის ყალიბი,
ვზივარ და ჩაის ჩავამატე სულ ერთი კოვზი,
შაქარი და თითქოს ტკივილს მოვუძებნე ამით ალიბი.
თუ დღეს ვიღაცას სიცოცხლისთვის ასე ერჩია,
რომ ჭრიალისთვის დაძველებულ კიბეს იმეტებს,
არაფერს ვამბობ, ან ვამბობ და ან სულ ერთია,
სხვები საქციელს ამართლებენ და მე იმედებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი