ლენონები...))
დავდივარ ქალაქში ყინვა ძრავს შენობებს, პირველი თოვლი მაქვს, მოკუმულ მუჭაში გზის პირას ვჩერდები დაბლა ვწევ ლენონებს ვამჩნევ, რომ ლამაზი გოგო დგას ქუჩაში. მაღალი, ტანსაცმელს ატარებს კლასიკურს, ყოველ წუთს დეკოლტის სწორებას არ იშლის, ემჩნევა ვარდისფერს ატარებს მანიკურს, გავაზე ეტყობა სიმწიფე ქალიშვილს. ტუჩები ისეთი, როგორსაც ვაღმერთებ, უკვე მის კოცნაზე მაწუხებს ფიქრები. ტაქსიო - იყვერებს გოგონა და ერთობ წამსა და წამს შორის სასტიკად ვიბნევი. ყურებში ათასი ხმა ერთად მომესმა, მემოგნი აშკარად ჭკუიდან ვირყევი. თითებით გაშლილით ვაჩერებ ოპელს და ვიძახი - ვერცხლისფერ მერსედესს მიყევი... მკერდზე და ტუჩებზე იმედენი ვიფიქრე, რომ ამ დროს მახლობელ კაფესთან გამოჩნდა, ვიხსენებ გოგოს და ენაზე ვიკბინე - ყველაზე მთავარი, თვალები გამომრჩა... შევდივარ კაფეში. საათი ათია. უსმენენ კუთხეში გიტარის აკორდებს. მე კიდევ ამქვეყნად მხოლოდ ის მწადია რომ იგი ოდესმე ჩემს მკლავზე გაგორდეს.. მარტო ზის. უკვეთავს ძვირიან კოქტეილს. მე გაურკვევლობა დავისხი პირამდე, რადგანაც არ ვიცი თუკი რა მომელის, რომ ავდგე და მასთან უეცრად მივიდე. იქნა და სადღაც შორს ვისროლე სიმორცხვე, გარშემო, ჩემს ნაცვლად გაწითლდა ოთახი. მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი სიცოცხლე, და მერე ათასი მარაზმი მოვთხარე. დავჯექით პირისპირ, თვალები მაგიჟებს, ვხვდები, რომ მბოჭავს და ვხვდები, რომ ის არის ვინც დაამსგავსა ეს გული საგიჟეს.. და უკვე გამოჩნდა ცხოვრების მიზანი. ვიხსენებ რენმბრანდტს და ვიხსენებ და ვინჩის მათ მოჰყვა შექსპირი, შანდორე პეტეფი... თეძოზე ეტყოფა სიმწიფე ქალიშვილს და ვამჩნევ საბრალო კანში ვერ ვეტევი. თორმეტი რომ გახდა მივყევი სახლამდე კოცნისთვის მზად ქონდა ყელი და ლავიწი, და მისგან შეშლილი ვკოცნიდი დაღლამდე სანამ მის ოთახთან ვნებით არ დავიწვი. ნუ გამიბრაზდებით, რომ ვუვლი შორიდან, და ნუღარც იმაზე ირთმებს რომ ვარწევდი ქუჩაში ვიდექი პირველი თოვლით და გვერდით მდგარ გოგოზე ოცნებას არ ვწყვეტდი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი