მინიმალისტური პოეზია (მინიმები) "6 ტანკა"
... ურტყამენ მიწას მოკვდავები, მზის ხელა ცოდვებს, ყოველ მის შემდგომ ამოოხვრას, მიწისძვრად თვლიან. ... მდიდრის საფულეს, უფრო მეტად ცოტა ფასი აქვს, ვიდრე ღარიბის საფულეში, მშობლების სურათს. ... ქუჩაში ლოთი, უფრო სწორად მიყვებოდა, არეულ ქუჩებს, ვიდრე მე შენკენ მმავალი, ნაცნობ ბილიკებს. ... იყურებოდა ოთახიდან, ყოველ ღამ ვიღაც, და მისთვის, შენს ფანჯარაში შუქი, მეტი იყო ვიდრე სამყარო. ... ქუჩაში ყვითელ ქვაფენილებს, დასდევდა ბავშვი, და არ უნდოდა, მათ სივრცეზე ნაბიჯის დადგმა, ჩემი ბავშვობა. ... თმა აურია, ქარმა გზაზე მიმავალ გოგოს, და აირია ღრუბელივით, ჩემი ფიქრები. ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი