მინიმალისტური პოეზია ... შვიდი ტანკა..
ოთახში ვზივარ, ბუხართან და შემცივდა ძლიერ, მერე უეცრად გამახსენდა, მათხოვრის სახლი. ... ქარია გარეთ, ფანჯრის რაფაზე მე და წვიმა, ვეწეოდით თავისუფლებას. ... შინ რომ ვბრუნდები, ვგრძნობ ზურგიდან მომღიმარ მზერას, ვხვდები ზოგისთვის, შური დიდი ნუგეში არის. ... აპრილი იყო, ქრისტე აღსდგა მითხრა მოხუცმა, დასვრილი ხელით, თეთრი კვერცხი გამომიწოდა. ... მხატვარი მოკვდა, დაიყვირა ქუჩაში ბავშვმა, და მერე შავად გაფერადდა ცისფერი ზეცა. ... ღია ფანჯრიდან, ვხედავ დაბლა დაცვენილ ფოთლებს, ალბათ ახალი ტოტებისთვის ემზადებიან. ... ოთახში შენ ლანდს, დავედევნე ჩავკიდე ხელი, და მერე სულის სარკმელიდან, გამომექეცი. ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი