წუთში წამებივით ვკარგავ, ცრემლებს სიტყვებსა თუ..
შენ არ განმიკითხო მაგრამ, სხვებმა განმიკითხონ იქნებ, ცრემლებს, სუნთქვასა თუ მაჯას, ტერფთან ფოთლებივით გიფენ. ხოდა დააბიჯე ძარღვებს, როგორც დააბიჯებ მიწას, ცაში ამოვლებულ თვალებს, თეთრი ღრუბლებივით ვიცავ. მტვერი იმდენია თუ გინდ, ყოფნის წარსულსა თუ აწმყოს, რასაც ოთახიდან ვაგდებ, მუზა სახურავზე აწყობს. ჰოდა იმდენია დასტა, ჰოდა იმდენია მტვერი, ჰოდა ისე შორს ვარ მასთან, ჰოდა ისე მიმძიმს ჭერი. ჩემთვის შენი ყველა „ნიკა“, როგორც გასროლილი თოფი, შენით არსებობა მიყვარს, მხოლოდ ერთი წამით მყოფნის. შენ არ გამიბრაზდე მაგრამ, ყველა გამიბრაზდეს ოდეს, რასაც უშენობით ვკარგავ, არ მსურს სხვას უღირსად ქონდეს. კიდევ ერთი, ორი რითმი, დაღლის გულის ცემის კუნთებს, ის რაც ორი სიტყვით ითქვა, ალბათ გადაწონის უთქმელს. შენ არ დამანახო ცრემლი, წყალსაც წაუღია ყველა, წყალსაც წაუღია ყველა, შემ არ დამანახო ცრემლი. სისხლის უკანასკნელ მარაგს, უთქმელ სიტყვებისკენ ვტუმბავ, ალბათ დავემჩნევით ქალაქს, ორნი სიყვარულის უბნად. ცაში ამოვლებულ თვალებს, თეთრი ღუბელივით ვიცავ, მოდი გამითენე ხვალე, სანამ გავაცივებ მიწას. შენ არ განმიკითხო მაგრამ, სხვებმა განმიკითხონ იქნებ, წუთში წამბივით ვკარგავ, ცრემლებს, სიტყვებსა თუ ფიქრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი